პარიზი ახლო აღმოსავლეთის შეკრებას მასპინძლობს

მასში 28 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას

503563
პარიზი ახლო აღმოსავლეთის შეკრებას მასპინძლობს

პარიზში მუშაობა დაიწო ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილმა შეკრებამ, რომელზედაც თურქეთს ვიცე-პრემიერი მეჰმეტ შიმშექი წარადგენს. შეკრებაში მსოფლიოს 28 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

შეკრება შესავალი სიტყვით გახსნა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და თქვა,  რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ორ სახელმწიფოებრიობის პრინციპს და მის ფარგლებში ისრაელ-პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ახლიდან დაწყებას.

“შეშფოთება გრძელდება და მის პარალელურად ძალადობაც იზრდება და სკეპტიციზმიც, რადგან რეგიონში არსებულ ვაკუუმს ტერორიზმი და ექსტრემიზმი ავსებს",  განაცხადა მან.

პარიზის ეს შეკრება მიზნად ისახავს ამ საკითხზე მიმდინარე წლის ბოლოსათვის დაგეგმილი საერთაშორისო სამიტისათვის მზადებას



მსგავსი ინფორმაციები