აშშ-მ 2015 წლის ტერორიზმის ანგარიში გამოაქვეყნა

მასში თურქეთის მოთხოვნა PYD-ს თაობაზე არ არის გათვალისწინებული

503470
აშშ-მ 2015 წლის ტერორიზმის ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის ტერორიზმის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მისი მხრიდან აღიარებული ტერ ორგანიზაციების სია ახლიდან გამოაქვეყნა და მასში თურქეთში მოქმედი ტერ ორგანიზაციები PKK, TAK, DHKP-C, MLKP და DAEŞ-იც შეიყვანა.

ანკარის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ვაშინგტონმა ანკარის მოთხოვნა არ შეასრულა და ტერ ორგანიზაციათა სიაში კვლავ არ შეიყვანა სირიაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირება PYD და YPG, რომლებსაც თურქეთი პკკ-ას მსგავსად ტერორისტულად მიიჩნევს, მაგრამ, იმის გამო, რომ ხსენებული ქურთული ფორმირება სირიაში აქტიურად ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს, ამიტომაც ამერიკა არ იზიარებს ამ საკითხში თურქეთის პოზიციას და ტერორისტულად არ სცნობს PYD და YPG-ს.

ამავე ანგარიშში ანკარის მხრიდან პკკ-ას წინააღმდეგ წარმოებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებზეც არის ყურადღება გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ გასულ წელს თუ მთელს მსოფლიოში ტერორისტული თავდასხმები საერთო ჯამში 13%-ით შემცირდა, თურქეთში პირიქით მოხდა, იგი გახშირდა და მას ასობით ძალოვანის სიცოცხლე შეეწირა.

ამერიკა მსოფლიოს ყველაზე საშიშ და ნომერ პირველ ტერ ორგანიზაციად კვლავ ისლამურ სახელმწიფოს, DAEŞ-ს მიიჩნევს   



მსგავსი ინფორმაციები