მიწისძვრა ინდონეზიაში

მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია

502330
მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში კუნძულ სუმატრას მახლობლად 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური პირების განცხადებით მიწისძვრის ბიძგების შემდეგ ცუნამის საშიშროება არ არსებობს. მიწისძვრა ქვეყნის ცენტრიდან 140 კმ მოშორებით, 50 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ინდონეზიაში გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სეისმური და ვულკანური მოვლენები ხშირად ხდება. ქვეყანაში 2004 წელს კუნძულ სუმატრაზე მომხდარი 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ინდოეთის ოკეანეში ცუნამი წარმოიშვა. ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მყოფ ხუთ ქვეყანაში მთლიანობაში 230 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები