ბერლინში თურქები „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ მსვლელობას მოაწყობენ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თურქები „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ მსვლელობას მოაწყობენ

502047
ბერლინში თურქები „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ მსვლელობას მოაწყობენ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თურქები „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ მსვლელობას მოაწყობენ.

ხუთშაბათს ფედერალურ პარლამენტში ე.წ. სომხური ბრალდებების კენჭისყრის საპასუხოდ თურქები „ერთიანობის“ მსვლელობას გამართავენ.

თურქები ჯერ ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობას დაიწყებენ.

თურქეთის დროით 19 საათზე დასაწყებ აქციაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, 10 ათაზე მეტი ადამიანი მიიღებს.

აქციაში მონაწილეობას თურქეთიდან ზოგიერთი ხელოვანი და ფეხბურთელიც მიიღებს.

გერმანიის მთავრობის მისამართით განცხადება გაავრცელა თურქულ-გერმანულმა პლატფორმამ, რომელში ნათქვამია, რომ კანონპროექტს უარყოფენ და გმობენ.  


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #თურქები , #მსვლელობა

მსგავსი ინფორმაციები