ავსტრიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ბელლენმა მცირეოდენი უპირატესობით გაიმარჯვა

496751
ავსტრიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სიურპრიზული შედეგით დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები ავსტრიაში. მწვანეებისა და სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა ალექსანდრე ვან დერ ბელლენმა მცირედი ხმებით გაუსწრო ულტრა მემარჯვენე მეტოქეს ნორბერტ ჰოფერს.

მოკლედ, 72 წლის ბელლენმა ხმების 50,3% მიიღო და 31 ათასი ხმით გაუსწრო რა ჰოფერს, ავსტრიის ახალი პრეზიდენტი გახდა.

ამით მთელს მსოფლიოში პირველად იქნა ამორჩეული მწვანეთა პარტიელი წარმოშობის პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია 8 ივლისს მოხდება და 6 წელი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

სხვათა შორის ბელლენის დედა ესტონელია, მამა კი რუსი და არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოდა, თუმცა მას მწვანეები და სოციალ-დემოკრატები უჭერდნენ მხარს.

ბელლენი  1999-2008 წლებს შორის მწვანეთა პარტიის გენერალური თავჯდომარე იყო



მსგავსი ინფორმაციები