შრი-ლანკა, ჩინეთი წყალდიდობები
შრი-ლანკის ცენტრალურ რეგიონებში, თავსხმა წვიმების გამო წარმოქმნილ ნიაღვრებს და მეწყერს შეეწირა 92 ადამიანი

შრი-ლანკის ცენტრალურ რეგიონებში, თავსხმა წვიმების გამო წარმოქმნილ ნიაღვრებს და მეწყერს შეეწირა 92 ადამიანი.
გრძელდება, დაკარგული ასი ადამიანის ძებნა.
წყალდიდობების გამო, უსახ-კაროდ დარჩენილი, დაახლოებით 185-ათასამდე ადამიანი თავს აფარებს სკოლებს და სამლოცველოებს.
ამავდროულად, ჩინეთის სამხრეთის გუანგდონის ჰუნანის პროვინციასა და გუანგში ჯუანგის ავტონომიურ რეგიონებში, გასული კვირის ხშირი წვიმებით გამოწვეული ნიაღვრებით, დაზარალდა მილიონზე მეტი ადამიანი, დაინგრა და წყლის ქვეშ მოექცა 2 ათასამდე სახლი და 60 ათასი ჰა. სავარგული.
ევაკუირებულ იქნა 2 ათასზე მეტი ადამიანი.
უფლებამოსილების ცნობით, სახელმწიფომ, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, განიცადა, დაახლოებით, 152 მილიონი დოლარის ზარალი.
ჩინეთის, მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ, გაგრძელდება ძლიერი წვიმები და წყალდიდობები.
მსგავსი ინფორმაციები

შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ
შვედეთის და ფინეთის დელეგაციები დღეს თურქეთთან შეხვედრას გამართავენ