ავსტრიაში, საპრეზიდენტო არჩევნებია

უკანასკნელ ტურში, რასისტული პარტიის კანდიდატმა, ნორბერტ ჰოფერმა მოიპოვა ხმების 51, 9 %-ი

495898
ავსტრიაში, საპრეზიდენტო არჩევნებია

ავსტრიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე და უკანასკნელ ტურში, რასისტული პარტიის კანდიდატმა, ნორბერტ ჰოფერმა მოიპოვა ხმების 51, 9 %-ი.

არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელიც ჯერ არ არის დაკონკრეტებული, ავსტრიის ულტრა მემარჯვენე, თავისუფლების პარტიის (FPÖ) კანდიდატის ჰოფერის მეტოქემ ალექსანდრე ვან დერ ბელლენმა, რომელსაც მხარს უჭერენ მწვანეთა პარტია და სოციალ დემოკრატები, მოაგროვა 48,1 %-ი.

 სახელმწიფოში, სადაც დარეგისტრირებულია 6 მილიონ 384.331 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მათმა 68,5 %-მა.

ოფიციალური შედეგი გავრცელდება, საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები 900.000 ამომრჩეველის, წერილობით გამოგზავნილი ხმების დათვლის შემდეგ.

ავსტრიაში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 24 აპრილს.

ჰოფერის გამარჯვების შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში იგი იქნება პირველი ულტრა მემარჯვენე პრეზიდენტი.



მსგავსი ინფორმაციები