სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების „სამუხრუჭე სისტემა“

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების და „სამუხრუჭე სისტემის“ შესაქმნელად დაიწყონ ევროპარლამენტთან განხილვები

494940
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების „სამუხრუჭე სისტემა“

 ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების და „სამუხრუჭე სისტემის“ შესაქმნელად დაიწყონ ევროპარლამენტთან განხილვები.

ევროკავშირის იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრების, ბრიუსელის საგანგებო სხდომაზე, ევროკავშირის კომისიის მხრიდან, საჭირო შემთხვევაში, ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების გაიოლების და სამუხრუჭე მექანიზმის შესაქმნელად, დღის წესრიგში ჩადგა 18 მარტს, თურქეთთან მიღებული თურქეთ-ევროკავშირის კონსესუსი.

მხარდაჭერა გამოითქვა, საჭირო შემთხვევაში, ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების გაიოლებისთვის სამუხრუჭე მექანიზმის შექმნის მიმართ. ევროკავშირის როტაციურმა თავჯდომარემ, ჰოლანდიის ლტოლვილთა მინისტრმა კლააზ დიჟკოფმა, ხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ვიზის ლიბერალიზაცია დიდი უპირატესობაა, როგორც ევროკავშირის, ისე მესამე ქვეყნებისთვის. მაგრამ ამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ბოროტად გამოყენებისთვის შეფერხების შესაქმნელად  სამუხრუჭე მექანიზმის შექმნას კმაყოფილებით ხვდება.  

წინადადებით, ევროკომისიას შესაძლებლობა ექნება გადაწყვეტილების მიღებით, დაასრულოს ამა თუ იმ ქვეყნისთვის მიცემული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.

მექანიზმი სასწრაფოდ იქნება გამოყენებული  და ვიზის რეალიზაცია შეწყდება, თანამშრომლობის შემცირების, ევროკავშირში, ტრანზიტით სხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გზებით შესვლის, წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისადმი მიმართული მცდელობების გაზრდის, უკანონოდ შენგენის წევრ ქვეყნებში დარჩენის ვადის გადამეტების მსგავს შემთხვევებში.



მსგავსი ინფორმაციები