შრი-ლანკა თავსხმა წვიმებს უპირისპირდება

სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილში, დღეების განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა, თან მოიტანა მძიმე ნალექი, წყალდიდობა და მეწყერი

494042
შრი-ლანკა თავსხმა წვიმებს უპირისპირდება

შრი-ლანკა თავსხმა წვიმებს უპირისპირდება. სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილში, დღეების განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა, თან მოიტანა მძიმე ნალექი, წყალდიდობა და მეწყერი.

სტიქიურ უბედურებაში, სადაც დაიღუპა სულ ცოტა 37 ადამიანი, არაფერი ისმის დაკარგული ასობით ადამიანის შესახებ. ევაკუირებულ იქნა მრავალი ადამიანი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ჩართულები არიან არმიის გაერთიანებები.

პასუხისმგებელი პირების ცნობით, წვიმები გაგრძელდება კვირის ბოლომდე.

ინფორმაციით, ინდოეთის სამხრეთით, ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ-სახელმწიფო შრი-ლანკას, მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა სტიქიამ.

დიდი სტიქიური უბედურების გამო, თურქეთმა  მწუხარება გამოთქვა და გაიზიარა შრი-ლანკელი ხალხის კატასტროფა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მესიჯში აღინიშნა, რომ თურქეთი მზად არის ჭრილობების მოშუშების საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლად.



მსგავსი ინფორმაციები