კიევში ყირიმელი თათრების გადასახლების 72-ე წლისთავი გაიხსენეს

კიევში ყირიმელი თათრების გადასახლების 72-ე წლისთავი გაიხსენეს

493847
კიევში ყირიმელი თათრების გადასახლების 72-ე წლისთავი გაიხსენეს

ყირიმელი  თურქების, რუსების მხრიდან გადასახლების 72-ე წლისთავი უკრაინაში გაიხსენეს. დედაქალაქ კიევში გადასახლების პერიოდში დაღუპულების მოსახსენიებელი მიტინგი გაიმართა. ასობით ადამიანი  კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ და 72 წლის წინ გადასახლებული ყირიმელი თურქები გაიხსენეს. 

აქციის მონაწილეებმა 1944 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო ანტირუსული ბანერები გამოფინეს. აქციას ასევე ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან ყირიმელი თურქების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი ამჟამად რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ყირიმის განთავისუფლებაა. ყირიმელი თურქების გადასახლების 72-ე წლისთავთან დაკავშრებით აქციები  ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები