კრიზისი ვენესუელაში

ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული

491003
კრიზისი ვენესუელაში

ვენესუელა საკვების, ენერგეტიკის და პრეპარატებთან ერთად ეკონომიკური კრიზისსაც ებრძვის. ქვეყნის მეთაურმა, ნიკოლას მადურომ უცხოური ინტერვენციის საფრთხის გამო ქვეყანაში 60 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.   მადურომ უცხოური ინტერვენციის საფრთხედ აშშ და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია „OPEC“-ი დაასახელა. მან ქვეყნის არმიას საგანგებო სიტუაციის ყველა ფორმისათვის მზადყოფნის ბრძანება გასცა. საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებულ ფაბრიკებზე კონტროლი დაამყარა და მფლობელები დაპატიმრების ბრძანებაც გასცა. ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის კორუფციის ბრალდებით ექვსი თვით პოლიტიკას ჩამოშორების შემდეგ, მადურო სამხრეთ ამერიკის პოლიტიკაში თანდათან მარტოდ რჩება. აშშ-ს სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გამო, შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტმა მოვალეობა ვადის ამოწურვამდე ვერ გააგრძელოსო. მეორეს მხრივ განვითარებული მოვლენები ქვეყნის მოსახლეობაზეც უარყოფითად აისახება. დიდი ხნით ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყანაში ჰუმანიტარული პროდუქციების წარმოებასაც აბრკოლებს.



მსგავსი ინფორმაციები