ესპანეთში საბურავების სასაფლაო იწვის

ევაკუირებულია 9 ათასამდე მოქალაქე

490708
ესპანეთში საბურავების სასაფლაო იწვის

 

ესპანეთის ქალაქ ტოლედოს მახლობელ სესენას დასახლებაში უკვე მერამდენე დღეა რაც საბურავების საწყობი იწვის. ამ საწყობში 100 ათას ტონაზე მეტი გახუნებული საბურავია და იგი ევროპის ერთ ერთ ყველაზე უდიდეს საბურავების სასაფლაოდ ითვლება.

სესენას თავზე შავი და მსხვილი კვამლის ღრუბლებია, რომლებიც გარემო ბუნების მომწამვლელ გაზებს შეიცავენ და ამიტომ ხელისუფლებამ 9 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

სახანძრო ბრიგადებს სახანძრო ვერტმფრენებიც ეხმარებიან, თუმცა ჯერ ჯერობით მისი ლოკალიზაცია ვერ მოახერხეს.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ ხანძარს საბოტაჟად მიიჩნევს



მსგავსი ინფორმაციები