საფრანგეთმა ორი თვით გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა

საფრანგეთის სენატმა, დედაქალაქ პარიზში, ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიღებული საგანგებო მდგომარეობის, ორი თვით გაგრძელება დაამტკიცა

488659
საფრანგეთმა ორი თვით გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა

საფრანგეთის სენატმა, დედაქალაქ პარიზში, ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიღებული საგანგებო მდგომარეობის, ორი თვით გაგრძელება დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნად კაზნოვმა, კენჭისყრის წინ, სენატის გენერალური საბჭოს მოხსენებაში, გაიხსენა საფრანგეთის, მიმდინარე წლის, 10 ივნისიდან 10 ივლისს შორის  ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატისთვის მასპინძლობა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ღონისძიების წინ, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ტერორის სამიზნედ ითვლება, საგანგებო მდგომარეობის  ორი თვით გაგრძელება, მთავრობის სახელით მოითხოვეს.

 სენატის გენერალური საბჭოს კენჭისყრაზე, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 30-ის წინააღმდეგ 309 ხმით.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით პროექტის კენჭისყრა, მეჯლისის გენერალურ საბჭოზე, მოხდება მომავალ კვირას.

შეგახსენებთ, რომ, პარიზში, ნოემბერში, ექვს სხვადასხვა ადგილზე განხორციელებულ თავდასხმაში დაიღუპა 130 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები