ნანგაჰარში მორიგი ტერაქტი განხორციელდა

დაიღუპა 10 კაცი

488349
ნანგაჰარში მორიგი ტერაქტი განხორციელდა

ავღანეთიდან მიღებული ცნობებით, ნანგაჰარის ოლქის ნაზიანის დასახლებაში ბომბით დატვირთული ავტომანქანით ტერაქტი განხორციელდა, რასაც 10 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი, ხოლო 23 კი დაიჭრა.

ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა.

ქვეყნის ჩრდილოეთში კი თალიბანების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში ნატოს უპილოტოებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს კუნდუზის პროვინციაში და ლიკვიდირება გაუკეთეს 12 თალიბანს, რომელთა შორის ერთი საველე მეთაურიც იყო



მსგავსი ინფორმაციები