მოტიურ რაჰმან ნიზამი სიკვდილით დასაჯეს
მოტიურ რაჰმან ნიზამი სიკვდილით დასაჯეს
ბანგლადეშში ჯამაათი ელ-ისლამის პარტიის ლიდერი მოტიურ რაჰმან ნიზამი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ნიზამის უფროსმა შვილმა ნაქიბურ რაჰმანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ომის დანაშაულის საგამოძიებო სასამართლომ მამამისს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მან ასევე ჯამაათი ელ-ისლამის პარტიის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ჩვენი ოჯახის წევრები ვცდილობთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მოთმინების გარდა სხვა გზა არ გვაქვს. მთელს მუსლიმანებს მამაჩემისთვის ილოცონ,“ განაცხადა, ნაქიბურ ჰარმანმა. ნიზამი 1971 წელს ჯამაათი ელ-ისლამის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა. მას ბრალად ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ბრძოლის დროს პაკისტანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. ბანგლადეშში საერთაშორისო ომის დანაშაულის საგამოძიებო სასამართლო პრემიერმინისტრმა შეიხ ჰასინა ვეჯიდმა ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე ძირითადად ჯამაათი ელ-ისლამის პარტიის ლიდერების ჩათვლით მრავალ პარტიის წევრის საქმეს იძიებს და ძირითადად მათ წინააღმდეგ სიკვდილის განაჩენი გამოაქვს.