სამხრეთ ჩინეთი წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 9 კაცი

487581
სამხრეთ ჩინეთი წყალდიდობას ებრძვის

ჩინური საინფორმაციო სააგენტო შინხუას ცნობით ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰუბეის, გიანგსუს, ჰუნანის, ფუჯიენის და გუანგსუს პროვინციებში გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალდიდობა  და მეწყერი წარმოიშვა,  რასაც უკვე 9 კაცი ემსხვერპლა, 3 კი დაკარგულად არის გამოცხადებული, დაზარალდა 2 ათასამდე სახლი, ხოლო 30 ათასი ადამიანის უსაფრთხო რეგიონში ევაკუაცია მოახდინეს,

მოკლედ, ხსენებულ რეგიონებს მთლიანობაში 150 მილიონი დოლარის მატერიალური ზარალი მიეყენა.

ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით უამინდობა ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება



მსგავსი ინფორმაციები