პარიზმა სირიის საკითხში თანამოაზრეებს უმასპინძლა

მასზე მკაცრად დაგმეს ესადის რეჟიმის და რუსეთის დაბომბვები

488047
პარიზმა სირიის საკითხში თანამოაზრეებს უმასპინძლა

საფრანგეთის ქალაქ პარიზში სირიის საკითხში თანამოაზრე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ჩატარდა, რომელშიც თურქეთს მევლუტ ჩავუშოღლუ წარადგენდა.

სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვის შემდეგ დიპლომატებისგან დახმარება ითხოვა სირიის ლმობიერი ოპოზიციის ლიდერთაგანმა რიად ჰიჯაბმა.

ამ უკანასკნელის თქმით, სირიაში მორატორიუმს ესადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერი რუსეთი არღვევს, რომლებიც არა ისლამურ სახელმწიფოს და ელ ნუსრას ებრძვიან, არამედ ლმობიერ ოპოზიციას და კიდევ საავადმყოფოებს და სკოლებს, მოკლედ, სამოქალაქო ობიექტებს.

შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა ჩავუშოღლუმ მეტად მნიშვნელოვანი უწოდა სირიის მშვიდობისათვის აშშ-რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც შეიძლება მთელს ქვეყანაში გავრცელდეს, თუმცა, მისი აზრითაც ესადის რეჟიმი და რუსეთი ხშირად არღვევენ მორატორიუმს და მათი თავდასხმების მსხვერპლნი ქალები და ბავშვები ხდებიან.

პარიზის ამ შეხვედრისადმი იმედიანი მიდგომა გამოხატა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასულმა უმაღლესი მოლაპარაკებების საბჭომ, რომელიც შეიძლება ახლიდან შეუერთდეს ჟენევის მოლაპარაკებებს



მსგავსი ინფორმაციები