მოსკოვი მხარს უჭერს გაეროს უს წევრების რაოდენობის გაზრდას

ამის შესახებ საფრონკოვმა განაცხადა

483313
მოსკოვი მხარს უჭერს გაეროს უს წევრების რაოდენობის გაზრდას

როგორც ცნობილია თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი  წინააღმდეგია გაეროს უშიშროების საბჭოს მხოლოდ 5 ქვეყნით წევრობისა და ამიტომ ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმაზე უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას ითხოვს, რათა რომელიმე ქვეყნის ან ხალხის ბედი მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი ამ 5 სახელმწიფოს დადგენილებაზე არ იყოს დამოკიდებული.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში ვლადიმირ საფრონკოვმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის წინააღმდეგი ისეთი რეფორმისა, რომლითაც უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობა გაიზრდებოდა, თუმცა მისივე თქმით ასეთ რეფორმას გაეროს გენერალურ სესიაზე მხარი უნდა დაუჭიროს გაეროს წევრი ქვეყნების სულ ცოტა ორ მესამედზე მეტმა მაინც.

საფრონკოვის თქმითვე მოსკოვი თანახმაა, რომ უშიშროების საბჭოს წვერების რაოდენობა 20-მდე გაიზარდოს და მაშინ, მისივე აზრით ეს ორგანო უფრო ეფექტურად იმუშავებს  



მსგავსი ინფორმაციები