თავდასხმა გუბერნატორსა და პოლიციის შეფზე

დაიღუპა დაცვის 4 წევრი

482202
თავდასხმა გუბერნატორსა და პოლიციის შეფზე

იემენიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ადანის გუბერნატორისა და პოლიციის შეფის ბადრაგზე თავდასხმები განხორციელდა, რასაც 4 კაცი ემსხვერპლა.

პოლიციის შეფის ბადრაგზე თავდასხმა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ბომბით დატვირთული ავტომანქანით ქალაქ ადენის ელ მანსურის უბანში მდებარე კალტეხის მოედანზე განახორციელეს და მართალია თვით პოლიციის შეფი უვნებლად გადარჩა, მაგრამ, სამაგიეროდ მისი დაცვის 4 წევრი დაიღუპა.

ამ აფეთქებიდან რამდენიმე წუთის წინ კი ამავე მოედანზე გუბერნატორის ბადრაგმაც ჩაიარა და ისინიც უვნებლად გადარჩნენ.

ამავე ცნობით 21 აპრილიდან კუვეიტში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები იემენის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ჰუსიტებს შორის ჩიხში შევიდა, რადგან, ჰუსიტებს არ უნდათ მორატორიუმის გამოცხადება ქალაქ თაიზში და ზოგიერთ სხვა რეგიონებში  



მსგავსი ინფორმაციები