16 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი ალპინისტების გვამები

16 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი, ცენტრალური აზიის ყველაზე მაღალ ჰიმალაის მთებში, ზვავს შეწირული ამერიკელი ალპინისტების გვამები

482501
16 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი  ალპინისტების გვამები

16 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი, ცენტრალური აზიის ყველაზე მაღალ ჰიმალაის მთებში, ზვავს შეწირული ამერიკელი ალპინისტების გვამები.

ინგლისური მაუწყებლობის BBC-ის ცნობით, 1999 წელს ტიბეტის, შიშაპანგმას მწვერვალზე ასვლისას, ზვავის ქვეშ დარჩენილი, მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ალპინისტის ალექს ლოვის და ოპერატორის დავიდ ბრიდგეს გვამები, გასულ კვირას, ორი ალპინისტის მხრიდან იქნა ნაპოვნი ყინულში. ალექს ლოვი, რომელიც დაღუპვის დროს 40 წლის იყო, თაობის ყველაზე საუკეთესო ალპინისტად ითვლებოდა და  მრავალი ადამიანი გადაურჩენია სიკვდილს სხვადასხვა სტიქიური უბედურებების დროს.

ალპინისტების გვამების პოვნის ამბავი ცნობილი გახდა მისი ყოფილი მეუღლის სახელით ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელის ჯენოფრ ლოვი ანკერის მხრიდან.

ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ალპინისტების გვამების ყინულიდან ამოღებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები