ინდოეთი სიცხისგან იწვის

უკვე 330 კაცი დაიღუპა

481239
ინდოეთი სიცხისგან იწვის

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში, კონკრეტულად კი ტელანგანას, ანდრა პრადეშის და ორისსას რაიონებში ამჟამინდელი სიცხეები საშუალო წლიურს 4-5 გრადუსით აღემატება, რის გამოც სიცხის დაკვრისაგან უკვე 330 კაცი გარდაიცვალა.

ამავე განცხადებით ხანძრის წარმოშობის კერების აღმოფხვრის მიზნით კი შუადღის საათებში აკრძალეს საჭმელების კეთება და რელიგიური რიტუალების ჩატარებისას ცეცხლის დანთება.

გადამეტებულმა სიცხეებმა მაჰარაშტრას და გუჯარეთის პროვინციებში მდინარეების, ტბების და კაშხლების გაშრობა გამოიწვია, ხოლო მიწისქვეშა რეზერვუარებშიც წყლის დონემ 22%-ით დაიკლო.

2 წელია რაც ხსენებულ პროვინციებში გვალვა მძვინვარებს და გასულ წელს მას 2 ათასზე მეტი კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები