იაპონელი დიპლომატი ჩინეთს ეწვია

ეს არის მრავალწლიანი პაუზის შემდეგ განხორციელებული პირველი ვიზიტი

481434
იაპონელი დიპლომატი ჩინეთს ეწვია

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მეზობელი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა, რომელსაც პირველი პირისპირი შეხვედრა თავის ჩინელმა კოლეგამ ვანგ იიმ მოუწყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწყობილ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე მასპინძელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთს მეზობელ იაპონიასთან ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების დამყარება სურს.

“მხარეები უნდა ეცადონ რომ, კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგის და თანამშრომლობის გზა აირჩიონ“, განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ იაპონელი კოლეგის ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ასეთი ურთიერთობების აღდგენას.

ქიშიდამაც ხაზი გაუსვა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების დათბობის მნიშვნელობას და ამასთან ჩინეთში ბოლო მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო პეკინს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც ცნობილია ჩინეთ-იაპონიას შორის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულ სენკაკუს კუთვნილების გამო დაძაბული მდგომარება კვლა გრძელდება და მხარეები ცდილობენ ეს პრობლემა დიალოგის გზით მოაგვარონ



მსგავსი ინფორმაციები