ინგლისიდან კუბაში 57 წლის პაუზის შემდეგ ისტორიული ვიზიტი შედგა

ინგლისიდან კუბაში 57 წლის პაუზის შემდეგ ისტორიული ვიზიტი შედგა

480677
ინგლისიდან კუბაში 57 წლის პაუზის შემდეგ ისტორიული ვიზიტი შედგა

ინგლისიდან კუბაში 57 წლის პაუზის შემდეგ ისტორიული ვიზიტი შედგა.

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში კუბაში ჩავიდა.

კოლუმბიიდან კუბაში ჩასული ფილიპ ჰემონდი 1959 წლის კუბის რევოლუციის შემდეგ აქ ქვეყანაში ჩასული ინგლისის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

ჰავანაში ჰემონდს ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ და იგი მისმა კოლეგამ ბრუნო როდრიგესმა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება.

გაფართოებულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის განათლების. ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში რიგი შეთანხმებები გაფორმდა.

ინგლისის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰემონდმა დასძინა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე იმედი მომცემი სფერო ტურიზმია.


საკვანძო სიტყვები: #ინგლისი , #კუბა , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები