ეგვიპტეში საუდის არაბეთისათვის კუნძულების გადაცემა გააპროტესტეს

ეგვიპტის ქალაქ გიზაში ათობით ადამიანმა კუნძულების ტირანისა და სანაფირის საუდის არაბეთისათვის გადაცემა გააპროტესტ

478096
ეგვიპტეში საუდის არაბეთისათვის კუნძულების გადაცემა გააპროტესტეს

ეგვიპტის ქალაქ გიზაში ათობით ადამიანმა კუნძულების ტირანისა და სანაფირის საუდის არაბეთისათვის გადაცემა გააპროტესტა.

უსაფრთხოების ძალებმა  აქციაში მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მრავალი დემონსტრანტი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ წითელ ზღვაში მდებარე კუნძულები ტირანი და სანაფირი საუდის არაბეთის მეფის სელმან ბინ აბდულაზიზის ქაიროში ბოლი ვიზიტის დროს ხელმოწერილი ახალი საზღვაო საზღვრების შეთანხმებით საუდის არაბეთს გადასცეს.

შეთანხმებამ ეგვიპტის ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების მომხრე ზოგიერთი ჯგუფის მწვავე რეაქცია გამოიწვია, ხოლო ეგვიპტის ხელისუფლებამ გამოქვეყნა 9 დოკუმენტი, რომელთა მიხედვითაც კუნძულების საუდის არაბეთს ეკუთვნის.



მსგავსი ინფორმაციები