ობამამ ჰანოვერში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრა

ევროპის ტურნეს ფარგლებში გუშინ ინგლისიდან გერმანიაში გადასულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ჰანოვერში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრა

477855
ობამამ ჰანოვერში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრა

ევროპის ტურნეს ფარგლებში გუშინ ინგლისიდან გერმანიაში გადასულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ჰანოვერში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრა.

ობამამ სირიაში მორატორიუმის ბოლო დღეებში ხშირად დარღვევის გამო ასადის რეჟიმი გააკრიტიკა და ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ბუფერული ზონის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა: „სირიის ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნას იდეოლოგიურად არ ვეწინააღმდეგები.“ მისი თქმით, უსაფრთხო ზონის შექმნის საკითხი დღემდე ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებთან მრავალჯერ განიხილეს და ისაუბრეს ამის სამხედრო სირთულეებზე და განხორციელების შესაძლო პრობლემებზე.

ობამამ დასძინა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებს ყოველდღე ახლოდან აკვირდება და  რომ ნატოს მოკავშირე თურქეთთან ერთად იქ არსებული ვითარების მოგვარების გზების ძიებისათვის მუდმივად შეხვედრებს მართავენ.

ამერიკის პრეზიდენტმა ინგლისში ვიზიტისას ინგლისური სამაუწყებლო კომპანია BBC-ს ჟურნალისტს სირიის პრობლემაზე ინტერვიუ მისცა სადაც განაცხადა, რომ სირიაში ვითარება უაღრესად რთული და მტკივნეულია და ამ ქვეყანაში გრძელ ვადიანი პრობლემები მხოლოდ სამხედრო ჩარევით ვერ მოგვარდება.

ობამამ ტერორგანიზაცია დეაშთან ბრძოლის საკითხზე საყურადღებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ე. ი. ნოემბრამდე არ ფიქროს, რომ შესაძლებელი იქნება დეაშის დამარცხება.

ბარაკ ობამამ დასძინა, რომ სირიაში კიდევ 250 სამხედრო პერსონალის გაგზავნა გადაწყვიტეს და გასაგზავნი პერსონალი დეშის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო შენაერთების გაწვრთნაზე იქნება პასუხისმგებელი. 


საკვანძო სიტყვები: #ობამა , #მერკელი

მსგავსი ინფორმაციები