ჯონ კერის და ჯევად ზარიფის შეხვედრა

ეს იყო, ამ კვირას, მათი მეორე შეხვედრა და განიხილეს ბირთვული პროგრამის ცხოვრებაში გატარება

476728
ჯონ კერის და ჯევად ზარიფის შეხვედრა

პარიზის ეკოლოგიური შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯონ კერის და ირანელ კოლეგას ჯევად ზარიფს შორის შეხვედრა გაიმართა ქალაქ ნიუ-ორკში.

ეს იყო, ამ კვირას, მათი მეორე შეხვედრა და განიხილეს ბირთვული პროგრამის ცხოვრებაში გატარება.

კერის განცხადებით, გაუქმებულ იქნა ირანის, ბირთვული პროგრამით გამოწვეული სანქციები. ამის გარდა სხვა სფეროში თუ არ გააჩნიათ ემბარგო, წინააღმდეგი არ არიან ირანის ბანკებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის. ზოგიერთი უცხოელი ბანკი ჯერ ვერ იჩენს ირანისადმი ნდობას. მაგრამ უფრო სანდო მოქმედებისთვის თეირანს ურჩია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტისგან კონსულტაციის მიღება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარიფმა კი, აღნიშნა, რომ მათმა სახელმწიფომ, ბირთვულ პროგრამაში, შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. ვაშინგტონის მხრიდან გადადგმული გულწრფელი ნაბიჯების შემდეგ, ისარგებლებენ მიღებული შეთანხმებით. ირანს და დასავლეთის ქვეყნებს შორის მიღებული შეთანხმებით, თეირანი დაპირდათ ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას, მაგრამ ირანი ჩივის, რომ ვერ ახდენს საჭირო დონეზე საერთაშორისო სისტემისთვის მიწვდომას.



მსგავსი ინფორმაციები