ნიუ ორკში ხვალ ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები

კლინტონსა და სანდერსს შორის სხვაობა შემცირდა

472806
ნიუ ორკში ხვალ ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები

აშშ-ში გრძელდება შიდაპარტიული წინასაარჩევნო კამპანიები 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების გამოსავლენად და დემოკრატებს შორის 19 აპრილის ნიუ ორკის არჩევნების წინ მთავარ კანდიდატებს, ჰილარი კლინტონსა და ბერნიე სანდერსს შორის სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა.

დამოუკიდებელი ანალიტიკურ ცენტრ "Gravis/One America News"-ის ბოლო საანკეტო გამოკითხვით კლინტონი ამომრჩეველთა 53%-ის ხმებს ფლობს, ხოლო მისი მეტოქე სანდერსი კი 47%-ს.

კლინტონი გუშინ ნიუ ორკის მახლობლად მდებარე რამდენიმე რაიონის ამომრჩეველებს შეხვდა და თქვა, რომ ამერიკაში ყველაზე ძლიერი ლობი იარაღით მოვაჭრეებს ჰყავთ და საჭიროა მათ წინააღმდეგაც ბრძოლა



მსგავსი ინფორმაციები