რუსებმა ამერიკულ თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს

ამან ორ ქვეყანას შორის მინი დაძაბულობა წარმოქმნა

472459
რუსებმა ამერიკულ თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს

პენტაგონიდან გავრცელებული ინფორმაციებით აშშ-ს კუთვნილ RC 135 ტიპის თვითმფრინავზე, რომელიც ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა, იერიში განახორციელეს რუსულმა გამანადგურებლებმა, რამაც ორ ქვეყანას შორის მინი დაძაბულობა გამოიწვია.

ამავე ცნობით მოვლენის დროს ამერიკულ თვითმფრინავს არ დაურღვევია რუსეთის საჰაერო სივრცე და იგი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

მოსკოვმა კი ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს მიუღებელი უწოდა.

გასულ კვირას ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა 9 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა ამერიკულ სამხედრო გემს, რამაც ორ ქვეყანას შორის მინი დაძაბულობა წარმოქმნა



მსგავსი ინფორმაციები