ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ქვეყნის სანაპიროებზე ცუნამის განგაშია გამოცხადებული

472381
ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრი იუწყება, რომ ეკვადორის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე რიხტერის შკალით 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც პირველადი ინფორმაციებით სულ ცოტა 77 კაცი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

ამავე ცნობით მიწისძვრის ეპიცენტრი სანავსადგურო ქალაქ მუისნედან 27 კმ-ის დაშორებით, 19 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა და მან 40 წამს გასტანა რა, ხელისუფლებამ ამ მიწისძვრის კვალდაკვალ ცუნამის განგაში გამოაცხადა.

მიწისძვრა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ იგი 170 კმ-ის დაშორებით მდებარე დედაქალაქ კიოტოშიც უგრძნიათ.

რეგიონიდან მიღებული ცნობებით ცუნამის განგაშია გამოცხადებული ასევე მეზობელ პერუშიც



მსგავსი ინფორმაციები