იემენი და საუდის არაბეთი წყალდიდობას ებრძვიან

ორივე ქვეყანაში წყალდიდობას 35 ადამიანი შეეწირა

471329
იემენი და საუდის არაბეთი წყალდიდობას ებრძვიან

ორ დღეზე მეტია რაც იემენი და საუდის არაბეთი წყალდიდობას ებრძვიან და ორივე ქვეყანაში უკვე 35 ადამიანი შეეწირა მას.

იემენში ჰაჯჯეს ოლქის შერესის რაიონში 14 კაცი დაიღუპა, ხოლო 3 კი დაკარგულადაა გამოცხადებული, მთლიანად დაინგრა 8 ბინა, ხოლო 100-მდე კი ნაწილობრივ დაინგრა.

ჰაჯჯას ოლქის სამხრეთ ნაწილის ერთ წყალსაცავში ჯებირები გაინგრა, რის შემდეგაც რამდენიმე ხიდიც დაინგრა, ხოლო ამასთან ერთად წყლით დაიფარა დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. კიდევ 3 კაცი კი ამრანის რაიონში დაიღუპა.

საუდის არაბეთში წარმოქმნილ წყალდიდობას 18 კაცი ემსხვერპლა, 400-მდე ადამიანის კი ევაკუაცია მოახდინეს.

მეტეოროლოგების ცნობით გადაუღებელი წვიმები საუდის არაბეთში მომავალ კვირაშიც გაგრძელდება



მსგავსი ინფორმაციები