“მოსაკ ფონსეკასდ“-ს პოლიცია დაესხა თავს

მათ უკანონო საქმიანობებში სდებენ ბრალს

470416
“მოსაკ ფონსეკასდ“-ს პოლიცია დაესხა თავს


მსოფლიოში ახალ სკანდალად ცნობილ ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ გამჟონებელ საადვოკატო ფირმა სათაო ოფისს, რომელიც პანამის ამავე სახელწოდების დედაქალაქში მდებარეობს, პოლიცია დაესხა თავს.

ქვეყნის პროკურატურა ფიქრობს, რომ ხსენებული ფირმა უკანონო საქმიანობებს ეწვევა.

ამ ფირმამ 3 აპრილს “პანამის დოკუმენტების“ სახელწოდებით 11,5 მილიონი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მრავალი პოლიტიკოსი და საჯარო პირი უმალავს სამართალდამცავ და მარეგულირებელ უწყებებს მსხვილ თანხებს, მათ შორის უკანონო გზით ნაშოვნ ფულს, ე.ი. ე.წ. ოფშორულ ზონებში ფულის გადარიცხვით ახდენდნენ შავი ფულის გათეთრებას.

ასე რომ, ამ დოკუმენტებში ინფორმაციები მოიპოვება 100-ზე მეტი პოლიტიკოსის შესახებაც, მათ შორის პუტინის ახლო მეგობრების, ბეშარ ესადის ბიძაშვილების, ჩინეთის პრეზიდენტის ცოლის ძმის, მიშელ პლატინის, ინგლისი პრემიერის კამერონის მამის და ა.შ.

ამავე სიაში იყო ისლანდიის პრემიერი დავიდ გუნლაუგსონი, რომელმაც ვეღარ გაუძლო ზეწოლებს და თანამდებობიდან გადადგა



მსგავსი ინფორმაციები