გერმანიამ დაკარგული ბავშვების სია გამოაქვეყნა

ამ სიაში 5835 ბავშვია შესული

468945
გერმანიამ დაკარგული ბავშვების სია გამოაქვეყნა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, გასულ წელს ამ ქვეყანაში შესული 10 ათასობით მიგრანტ ბავშვებს შორის 5835 არასრულწლოვანი დაკარგულად ითვლება.

ამავე ანგარიშში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ და რა ვითარებაში დაიკარგნენ ეს ბავშვები, რომელთა უმრავლესობას ავღანელები, სირიელები, მაროკოელები, ალჟირელები და ერითრეელები წარმოადგენენ. ამავე ანგარიშით ეს ბავშვები მშობლების ან ოჯახის წევრების გარეშე ჩავიდნენ გერმანიაში.

გასულ წელს ამ ქვეყანაში ინფორმაცია გავრცელდა 10 ათასობით მიგრანტი ბავშვის დაკარგვის თაობაზე, მაგრამ, გერმანიის ხელისუფლებამ მაშინ უარყო ეს ინფორმაციები. სამინისტროს ცნობით მრავალი ბავშვი რამდენჯერმე იყო შესული დაკარგულთა სიაში და ახლა გაფილტრეს რა ეს სია, მხოლოდ ანგარიშში ნაჩვენები ციფრი სცნეს ნამდვილად



მსგავსი ინფორმაციები