ბირთვული უსაფრთხოების სამიტი
ჯონ კერიმ და ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ერნესტ მონიზმა, სამიტის მონაწილე საგარეო და ენერგეტიკის მინისტრების საპატივსაცემო სადილი გამართა
აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ კერიმ და ამ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ერნესტ მონიზმა, სამიტის მონაწილე საგარეო და ენერგეტიკის მინისტრების საპატივსაცემო სადილი გამართა.
სადილს შეუერთდნენ თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლი და ენერგეტიკის მინისტრი ბერათ ალბაირაკი.
ჯონ კერიმ საუბარში, ყურადღება გაამახვილა ბირთვული იარაღების ტერ-ორგანიზაციების ხელში ჩაგდებისთვის შეფერხების შექმნის საჭიროებაზე, მსოფლიოს უსაფრთხოების მიზნით, ბირთვული იარაღების შემცირებაზე, საშიში ნივთიერებების განადგურებაზე, ბირთვული რეგიონის უსაფრთხოების ქვეშ მოქცევასა და ბირთვული იარაღის ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობისთვის შეფერხების შექმნაზე.
აღნიშნა, რომ ცივი ომის პირობებში, რუსეთს და მათ სახელმწიფოს ხელთა აქვთ 50 ათასი ქობინი, ამჟამად მისი რაოდენობა შემცირდა 1.500-დე.
შეეხო ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებებსაც და დაამატა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაში სათანადო წვლილი შეიტანეს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა და გერმანიამ.