თავდასხმა სომალიში

მოგადუშიში, ერთ სასკოლო ავტობუსზე, განხორციელებულ თავდასხმაში, სადაც თურქი, აზერბაიჯანელი და სომალელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, დაიღუპა 6 ადამიანი

461710
თავდასხმა სომალიში

სომალის დედაქალაქ მოგადუშიში, ერთ სასკოლო ავტობუსზე, განხორციელებულ თავდასხმაში, სადაც თურქი, აზერბაიჯანელი და სომალელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, დაიღუპა 6 ადამიანი.

ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა მოგადუშის მეოთხე კმ-ზე. არ არის ცნობილი თავდამსხმელთა ვინაობა.

ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ რეგიონში მომსახურე აფრიკული კავშირის სამხედროები და გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღინიშნა:-„თურქეთის მოგადუშის საელჩო, ახლოს არის დაინტერესებული დაშავებული თურქი მოქალაქეების მდგომარეობით და მკაცრად გმობს საზარელ თავდასხმას. ღვთის წყალობა შეეწიოთ დაღუპულებს, სამძიმარს ვუცხადებთ მათ ახლობლებს. დაშავებულებს კი, ვუსურვებთ უმალ გამოჯანმრთელებას. დიდი მწუხარება მოგვგვარა, 2016 წლის 30 მარტს, ღამის საათებში, სომალის დედაქალაქ მოგადუშიში მომხდარმა თავდასხმამ, სადაც, თურქების გარდა, აზერბაიჯანელი და სომალელი მოქალაქეებიც იყვნენ. ზოგიერთი მათგანი დაიღუპა, ზოგი კი დაშავდა“-აღინიშნა განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები