ევროპა კიდევ ერთხელ განიცდის ტერორის შოკს
აეროპორტში მომხდარი ტერ-აქტის დამნაშავენი აღმოჩნდნენ ჰალიდ და იბრაჰიმ ელ ბაქრაოუები
ევროპა კიდევ ერთხელ განიცდის ტერორის შოკს.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, აეროპორტში მომხდარი ტერ-აქტის დამნაშავენი აღმოჩნდნენ ჰალიდ და იბრაჰიმ ელ ბაქრაოუები. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პოლიციამ.
ფედერალური პროკურორის ფრედერიკ ვან ლიუს განცხადებით, იძებნება აეროპორტის ტერ-აქტში გარეული კიდევ ერთი ეჭვმიტანილი.
ქალაქში, გუშინ, ჯერ აეროპორტში განხორციელდა ზედიზედ ორი თვით მკვლელური თავდასხმა. შემდეგ, მიზანში იქნა ამოღებული ევროკავშირის ინსტიტუტების ახლოს მალბეეკის მეტრო სადგური. დაიღუპა, სულ ცოტა 34 ადამიანი, დაშავდა 130-ზე მეტი.
აფეთქების შემდეგ სახელმწიფოში დაიწყო ანტი ტერორისტული ოპერაციები.
ბრიუსელის, შარბეკის დასახლების ერთ-ერთ სახლზე განხორციელებული დარბევის დროს, ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი, ქიმიური ნივთიერება და ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის დროშა.
მსგავსი ინფორმაციები
ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“
ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ