ობამას ვიზიტი კუბაში დაიწყო

მას დღეს რაულ კასტრო მიიღებს

454826
ობამას ვიზიტი კუბაში დაიწყო


88 წლიანი პაუზის შემდეგ კუბას პირველად ეწვია აშშ-ს პრეზიდენტი, რასაც ორივე მხარე დიდ ისტორიულ მოვლენად მიიჩნევს. ობამას ამ მოგზაურობისას მეუღლე მიშელ ობამასთან და 2 ქალიშვილთან ერთად თან ახლავენ ბიზნესმენებიც.

ჰავანის აეროპორტში მათ ოფიციალური დახვედრა მოუწყოთ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგეს პარრილლამ.

პირველი შეხვედრა კი ობამას ჰავანაში თავიანთ საელჩოში ჰქონდა და დიპლომატებთან საუბრისას ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა.

ამის შემდეგ ობამამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ძველი ჰავანის ისტორიული ნაწილი და კათედრალი მოინახულეს.

დღეს ობამას მისი კუბელი კოლეგა რაულ კასტრო მიიღებს, შემდეგ კუბის ლეგენდარულ ლიდერს ფიდელ კასტროსაც შეხვდება და ქვეყნის ოპოზიციასაც.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ 25 მარტს ჰავანაში უფასო კონცერტს ჩაატარებს მსოფლიოს განთქმული ინგლისური როკ ჯგუფი Rolling Stones-ი



მსგავსი ინფორმაციები