ჯონ კერი რუსეთს მიემგზავრება

ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს ჯონ კერიმ განაცხადა

451615
ჯონ კერი რუსეთს მიემგზავრება

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი რუსეთს მიემგზავრება.

ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან, სირიაში არსებული სამხედრო შენაერთების ნაწილობრივ გაყვანის გადაწყვეტილების შემდეგ, მომავალ კვირას წავა მოსკოვში. შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

რუს უფლებამოსილებთან განიხილავს სირიის პოლიტიკური პროცესის წარმართვის შესაძლებლობებს.

აღნიშნა, რომ 5 წლის განმავლობაში მიმდინარე დროებითი მორატორიუმით, სირიის კრიზისის მოწესრიგებისთვის, მოხერხდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობის მოპოვება. მართალია საუკეთესოდ ვერ ხდება შეთანხმების ცხოვრებაში გატარება, მაგრამ საკმაოდ შემცირდა ძალადობა. საჭიროა, ამ საკითხში, უფრო მეტის გაკეთება. თუ არ იქნება რეალური პოლიტიკური გარდამავალი ეტაპი, ვერ მოხდება სამუდამო მშვიდობის მიღწევა. ამჟამად, აქვთ ომის და სისხლის შესაჩერებლად, სირიელების ცხოვრების ხელახლა გასაშენებლად ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. „ამჟამად, ყველა მხარისთვის და ჩვენთვის, არის, მთელი ყურადღების DAEŞ-ზე გადასატანად გაერთიანების შესაძლებლობა“-თქვა ჯონ კერიმ.



მსგავსი ინფორმაციები