ბოლივიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბოლივიის ჩრდილოეთით პატარა მოცულობის თვითმფრინავი ჩამოვარდა

450690
ბოლივიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბოლივიის ჩრდილოეთით პატარა მოცულობის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამოვარდნის ადგილზე, სადაც ბაზარი მდებარეობს, 3 ქალი დაშავდა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მაურისიო მირანდას განცხადებით, სანტანა დე იაკუმადან ქალაქ ტრინიდადის მიმართულებით აფრენილი Cessna 206 ტიპის ერთ ძრავიანი თვითმფრინავი აფრენიდან მოკლე დროის შემდეგ დაუდგენელი მიზეზების გამო ჩამოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


საკვანძო სიტყვები: #ბოლივია , #თვითმფრინავი

მსგავსი ინფორმაციები