ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს

იგი ჯერ გაე-ში ჩავიდა

446452
ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მორიგი ვიზიტი დაიწყო ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებში ჯერ გაერთიანებულ არაბულ ემირატებში ჩავიდა, სადაც მას ოფიციალური მიღება მოუწყო ამ ქვეყნისა და აბუ დაბის მემკვიდრე პრინცმა მუჰამმედ ბინ ზაედ ელ ნაჰიანმა.

მათ ძირითადი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ პრობლემებს დაუთმეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაიდენი ჯერ ენერგეტიკის ქალაქად ცნობილ მასდარის ეწვია, შემდეგ კი აბუ დაბიში ზაედის სახელობის მეჩეთი მოინახულა.

ამერიკელი სტუმარი ახლო აღმოსავლეთში 5 დღიანი ტურნეს ფარგლებში იორდანიას, პალესტინას და ისრაელსაც ეწვევა



მსგავსი ინფორმაციები