ჰასან ელ თურაბი გარდაიცვალა
ჰასან თურაბი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
სუდანში ისლამური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და "სუდანის სახალხო კონგრესის პარტიის" თავჯდომარე ჰასან თურაბი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გუშინ დედაქალაქ ხარტუმში ერთ-ერთ სავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყავდათ გადაყვანილი და იქ გარდაიცვალა. მისი გასვენების ცერემონიალს ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებიც. ჰასან თურაბი სუდანში 1989 წელში მომხდარი გადატრიალების დროს ომარ ელ-ბეშირს უჭერდა მხარს. იგი ასევე სუდანში ისლამური რევოლუციის ფუძემდებლად მიიჩნეოდა. თურაბი 1999 წლამდე სუდანის პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობაზე იყო. შემდეგ კი პრეზიდენტ ომარ ელ-ბეშირს დაშორდა და თავისი ოპოზიციური ჩამოაყალიბა. ჰასან ელ თურაბის მიერ ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ ხშირად ხდებოდა მისი დაპატიმრება. იგო ბოლოს 2011 წელს დააპატიმრეს და გარდაცვალების წინაც პატიმრობაში იმყოფებოდა.