ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

443268
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით კუნძულ სუმატრას დასავლეთით მდებარე ქალაქ პარდაგანში 808 კმ მოშორებით, ზღვაში, 10 კილომეტრ სიღრმეში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ სუმატრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და აჩეში ცუნამის განგაში გამოცხადდა. ინდონეზიაში 2004 წელს კუნძულ სუმატრაზე მომხდარი 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ინდოეთის ოკეანეში ცუნამი წარმოიშვა. ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მყოფ ხუთ ქვეყანაში კი მთლიანობაში 230 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ინდონეზია , #მიწისძვრა , #ცუნამი

მსგავსი ინფორმაციები