უნგრეთი რეფერენდუმისთვის ემზადება

უნგრეთი 827 მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ატარებს

439289
უნგრეთი რეფერენდუმისთვის ემზადება

უნგრეთი 827 მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ატარებს

თურქეთ-სირიის საზღვართან ქილისის რეგიონში ამჟამად 117 ათასი სირიელი მიგრანტი აფარებს თავს, ხოლო უნგრეთი კი 827 მიგრანტის მისაღებად ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მხრიდან მის წევრ ქვეყნებზე დაწესებული მიგრანტების გადანაწილების კვოტების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. მისივე თქმით, ბრიუსელს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ ევროპის კულტურული და რელიგიური ბალანსი შეცვალოს. უნგრეთი რეფერენდუმის დროს მოსახლეობისათვის ასეთი კითხვის დასმას აპირებს: გსურს თუ არა, რომ უნგრეთში ევროკავშირმა არაუნგრელი მოქალაქეების განთავსება ქვეყნის პარლამენტის ნებართვის გარეშე სავალდებულო გახადოს? ვიქტორ ორბანი ასევე აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა რეფერენდუმის დროს ''არა'' ხმას მისცემს, ეს უნგრეთის დამოუკიდებლობისადმი გამოჩენილი დიდი ყურადღება იქნება. მან ასევე დასძინა, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მიგრანტების მიღების საკითხი ყველა ქვეყანის საკუთარმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან ამ პროცესმა შეიძლება ევროკავშირში და უნგრეთში კულტურული და რელიგიური ბალანსი შეცვალოს. ევროკავშირის გეგმების მიხედვით, 160 ათასი თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი კავშირის წევრ ქვეყნებში უნდა გადანაწილდეს და მათ შორის, უნგრეთს 827 მიგრანტი ერგო.



მსგავსი ინფორმაციები