კიევს ევროპელი დიპლომატები ეწვივნენ

ისინი უკრაინის ლიდერებმა მიიღეს

437790
კიევს ევროპელი დიპლომატები ეწვივნენ

უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიზნით გრძელდება დიპლომატიური მცდელობები.

ამ მიზნით კიევს ერთობლივად ეწვივნენ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ფრანკ ვალტერ შტაიენმეიერი და ჟან მარკ აურო, რომლებსაც პირველი შეხვედრა უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოუწყოთ.

ეს უკანასკნელი შეეხო რა ევროკავშირის მხარდაჭერას კიევისადმი, თქვა, რომ მხოლოდ ასეთი ერთობლიობით შეიძლება წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას.

გერმანელმა დიპლომატმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ 1 წლის წინ მინსკში მიღებული შეთანხმება ცხოვრებაში არ ტარდება და მის მიზეზებს და საერთოდ აქ მიმდინარე მოვლენებს ახლიდან განიხილავენ მარტის დასაწყისში პარიზში დაგეგმილ ე.წ. ნორმანდიის ოთხეულის შეკრებაზე.

ევროპელი მინისტრები შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო და შეშფოთება გამოთქვა რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მორატორიუმის ხშირი დარღვევის მიმართ.

მანვე ეუთოს მისიისგან მოითხოვა დამკვირვებლობა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვრებზეც.

პოროშენკოს აზრითვე რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო მისთვის დაწესებულ სანქციებს დიდი მნიშვნელობა გააჩნია



მსგავსი ინფორმაციები