რუსეთი და აშშ სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

ჯონ ქერი ლავროვს ესაუბრა

436497
რუსეთი და აშშ სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

რუსეთი და აშშ სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის სამხედრო კოორდინაციის საკითხზე შეთანხმდნენ. გუშინ აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ქერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით საუბარი გამართეს და სირიის საკითხი განიხილეს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პროცედურის განსახორციელებლად მათ შორის სამხედრო კოორდინაციის საკითხზე შეთანხმდნენ. მეორეს მხრივ ცეცხლის შეწყვეტის საკითხები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განხილული. ჯონ ქერიმ ლავროვთან გამართულ სატელეფონო საუბრისას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებაც გამოთქვა. ქერიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის დროულად მოხდება შეთანხმება და ცეცხლიც შეწყდება.



მსგავსი ინფორმაციები