აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომდევნო თვეში კუბაში ვიზიტით ჩავა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომდევნო თვეში კუბაში ვიზიტით ჩავა

434946
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომდევნო თვეში კუბაში ვიზიტით ჩავა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომდევნო თვეში კუბაში ვიზიტით ჩავა.

ამერიკული საინფორმაციო არხის CNN İnternational-ის ცნობით, ობამას კუბაში ვიზიტი ლათინურ ამერიკაში მოგზაურობის ფარგლებში, მარტის თვეში შედგება.

შეგახსენებთ, რომ კუბაში 1959 წელში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები გაწყდა, თუმცა გასულ წელში დიპლომატიური კავშირის ოფიციალურად დაწყებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო.

ობამას ხელისუფლებამ 2014 წლის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება კუბასთან, რომელთანაც 50- ზე მეტი წელია დიპლომატიური კავშირი არ აქვს და ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული, ურთიერთობების ნორმალიზაცია მოახდინოს. გასულ წელში ორივე ქვეყანამ ერთმანთეთთან ელჩები ისევ დანიშნა.

მხარეებმა ბოლოს, ორ ქვეყნას შორის ორმხრივი რეგულარული ფრენების დაწყების თაობაზე გააფორმეს ხელშეკრულება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #კუბა , #ვიზიტი , #ბარაკ ობამა

მსგავსი ინფორმაციები