ნიკოლა სარკოზიმ სასამართლოს ჩვენება მისცა

ჩვენების მიცემის შემდეგ, გადაწყდება მოხდეს თუ არა მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა

434435
ნიკოლა სარკოზიმ  სასამართლოს ჩვენება მისცა

საფრანგეთის ექს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 2012 წლის საარჩევნო კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების ბრალდებით, წარსდგა სასამართლოს წინაშე და ჩვენება მისცა.

მთავარი ოპოზიციური, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ნიკოლა სარკოზის ფინანსური დანაშაულის განყოფილებაში ჩვენების მიცემის შემდეგ, გადაწყდება მოხდეს თუ არა მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა.

სარკოზის ბრალი ედება, ბოლო საპრეზიდენტო კამპანიისთვის, რეკლამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიისგან ყალბი ანგარიშ ფაქტურის აღებაში.

კამპანიის წარმმართავ ფირმას კი, ბრალი ედება დანახარჯების დამალვისთვის ყალბი ანგარიშ-ფაქტურის მომზადებაში.



მსგავსი ინფორმაციები