ჯევად ზარიფი ბრიუსელში იმყოფება

მან ფედერიკა მოგერინთან შეხვედრა გამართა

433530
ჯევად ზარიფი ბრიუსელში იმყოფება

ჯევად ზარიფი ბრიუსელში იმყოფება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის სამხედრო ოპერაციებით მოგვარების რაიმე სახის შედეგის მიღება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინთან შეხვედრა გამართა. მოგერინმა ზარიფთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანსა და დასავლეთს შორის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ მათ მისცა იმის საშუალება, რომ ირანთან მრავალ საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობა აწარმოონ. ზარიფმა კი განაცხადა, რომ სირიის საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების მეშვეობით შეიძლება მოგვარდეს და ამიტომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდეს.



მსგავსი ინფორმაციები