მიუნხენი საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს
მოგერინმა ირანის მაგალითი შეაქო


მიუნხენი საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს
მოგერინმა ირანის მაგალითი შეაქო
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გრძელდება 52-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზედაც სიტყვით გამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა თქვა, რომ თუ რეგიონის მოთამაშეები სირიის საკითხში ახლოს ითანამშრომლობენ ერთმანეთთან, მაშინ, ამ ქვეყანაში ახალი რამეების გაკეთების პოტენციალი შეიქმნება და მას მხარს დაუჭერს ევროკავშირიც. ამასთან დაკავშირებით მან ქებით მოიხსენია გასული წლის ზაფხულში ირანთან მიღწეული შეთანხმება ბირთვულ საკითხში, რითაც თავიდან აიცილეს შესაძლო ომი და ეს მოახერხეს პოლიტიკური გამბედაობის წყალობით. იგი ირანსა და საუდის არაბეთს შორის წარმოქმნილ დაძაბულობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა იგი კონფესიურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ამავე კონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამმედ ჯევად ზარიფიც გამოვიდა და რეგიონის ქვეყნებისათვის სამაგალითო უწოდა რა წარმატებულ ბირთვულ შეთანხმებას დასავლეთთან, თქვა, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება გადაიჭრას სირიის და ერაყის კრიზისებიც და ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონალურ მოთამაშეებს, ირანს, თურქეთს და საუდის არაბეთს