ჩამოვარდა ინდონეზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი

ინდონეზიის საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავის, კუნძულ იავის, ერთ-ერთ სახლზე დაცემას შეეწირა პილოტი

430427
ჩამოვარდა ინდონეზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი

ინდონეზიის საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავის, კუნძულ იავის ერთ-ერთ სახლზე დაცემას შეეწირა პილოტი.

იავას აღმოსავლეთის ქალაქ მალანგში, აბდულ რაჰმან სალეჰის ბაზასთან, სასწავლო წვრთნის დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაშავდა სახლში მყოფი ერთი პიროვნებაც.

ბრაზილიის ნაწარმი ემბრაერ EMB 314 სუპერ თუგანოს ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ექსპერტთა ჯგუფი.

მალანგი მდებარეობს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკართის 850 კმ-ით აღმოსავლეთში.



მსგავსი ინფორმაციები