ელ სალვადორის ექს პრეზიდენტი გარდაიცვალა

ყველანაირი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხდა მისი გადარჩენა

426078
ელ სალვადორის ექს პრეზიდენტი გარდაიცვალა

ცენტრალური ამერიკის ელ სალვადორის ექს პრეზიდენტი ფრანცისკო ფლორესი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

საავადმყოფოს განცხადებით, ფლორესი, შიდა სისხლდენის შემდეგ, 22 დეკემბრიდან კომაში იმყოფებოდა. ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ კი, ყველანაირი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხდა მისი გადარჩენა.

ფლორესი, 1999-2004 წლებში იყო ელ სალვადორის პრეზიდენტი. მას ბრალი ედებოდა ტაივანიდან შესული 10 მილიონი დოლარის სახელმწიფო დახმარების პირადი ინტერესებისთვის გამოყენება.

წინა წელს კი ჩამორთმეული იყო მისი აქტივები.

ავადმყოფობამდე, იმის გამო, რომ დაპატიმრების გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.



მსგავსი ინფორმაციები